დასახლება ბათუმის დაქვემდებარებაში, მწვანე კონცხის უბანში. მახინჯაურში არის რკინიგზის სადგური.
geografia
მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 15 მეტრზე. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,7 °C, ივლისისა 22,2 °C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,8 °C. ნალექები 2750 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყლები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
istoria
შედიოდა ხელვაჩაურის რაიონში. 1959 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო სადაბო საბჭოს ცენტრი (სოფლები: შუა მახინჯაური და განთიადი). განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2011 წელს დაბის დიდი ნაწილი გამოეყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და მოექცა ბათუმის შემადგენლობაში.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1959 |
5931 |
|
|
1970 |
4421 |
|
|
1979 |
2768 |
|
|
1989 |
3702 |
|
|
2002 |
3401 |
|
|
|